პირველ რიგში გავარკვრიოთ თუ რა არის მითოლოგია.მითი, მითოსი ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ამბავს. მითები მოგვითხრობდნენ ღმერთებისა და გმირების, სამყაროს შექმნისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. დღეს ამ ძველ გადმოცემებს შეისწავლის მეცნიერება, რომელსაც მითოლოგია ჰქვია.
მითი მოაზროვნე ადამიანის უძველესი ქმნილება და თანამგზავრია. ის არც ისტორიაა, არც რელიგია, არც ზღაპარი და არც ლეგენდა, მაგრამ თითოეული მათგანის ელემენტებს შეიცავს. მასში ყოველთვის არის სინამდვილის ნაწილი, რომელსაც ზღაპრული ელფერი დაჰკრავს. მითები უმეტესწილად მოგვითხრობს ხალხის მიერ სათაყვანებელი ღმერთებისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ მებრძოლი გმირების შესახებ. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე. რატომ შექმნეს ადამიანებმა მითები? თანაც ისინი არა ერთ არამედ უამრავ ქვეყანაში არსებობს. ჩემი აზრით, მითის შექმნის აუცილებლობა ადამიანის გონებრივ ფანტაზიას უნდა მივაწეროთ. რეალობით დაუკმაყოფილებელი ქმნილება ხსნას სადღაც სხვაგან დაეძებს..ადამიანის ცნობიერება ითხოვს ირეალურს, არაამქვეყნიურს, რომელსაც შველას შესთხოვს.ეს მისწრაფება ვლინდება უამრავი ღმერთისა და გმირების თაყვანისცემაში.
მითების დანიშნულება შესაძლოა იგივე იყოს,რასაც კარლ მარქსი ღმერთის არსებობს მიაწერს. მას მიაჩნია, რომ ადამიანმა ღმერთი გამოიგონა იმისათვის, რომ გასაჭირში მისი იმედი ჰქონოდა და სიცოცხლე არ მობეზრებოდა. ადამიანის ბუნება ასეთია, მას სურს ყოველთვის ჰყავდეს უზენაესი მფარველი რომელიც ისეთი ძალის პატრონია, რაც ადამიანს არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მითები რომლებიც გმირებისა და ღმერთების შესახებ შეიქმნა, შესაძლებელია ადამიანის იმედსა და უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ მოთხოვნილებას ემსახურება.
მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა,ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.აქედან გამომდინარე ადამიანის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებად შეგვიძლია ჩავთვალოთ რწმენა ვიღაცის ან რაღაცის.
მითოლოგიის დანიშნულება ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაშიც ვლინდება.ადამიანის საქმიანობის ყოველ სფეროს - მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მონადირეობას, ხელოსნობას - თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა. ადამიანის ცნობიერების ამ პერიოდს მრავალღმერთიანობა, ანუ წარმართობა ეწოდება. მაგ: მიწათმოქმედების სფეროში, კარგი მოსავლის მოსაყვანად ადამიანებს უნდა შეესრულებინათ რიტუალი მიწათმოქმედების ღმერთის საპატივსაცემოდ. ეს რწმენა და ჩვევები იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მათ ცნობიერში, რომ კარგა ხანს სჯეროდათ რიტუალის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსავალს ვერ მიიღებდნენ ან დაიმსახურებდნენ ღვთაების რისხვას. ამ ყველაფრის აღმოფხვრა ცივილიზაციის გონებიდან კაცობრიობის განვითარებამ, განათლებამ და საყოფაცხოვრებო ნივთების განვითარებამ განაპირობა. აგრეთვე ადამიანის ცხოვრებაში მკაცრად ჩაერია ეკლესია, რომელმაც რწმენის სადავეები თავის თავზე აიგო და დაამსხვრია კერპთაყვანისმცემლობა, უამრავი ღმერთის არსებობა, წარმართობა.რელიგიამ თითქოსდა დაძლია მითოლოგიური მსოფლმხედველობა მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთადერთი ღმერთი აღიარა როგორც ჭეშმარიტი რწმენისა და იმედის საფუძველი.
ბუნებრივია, მითოლოგიას რწმენის გარდა სხვა ფუნქციაც გააჩნია. მოვიშველიებ ჯ. კემპბელის განმარტებას, რომლის მიხედვით, ოთხი ფუნქცია აქვს, რომელთაგან პირველი ცნობიერების შეთანხმება, შერიგებაა საკუთარი არსებობის წინაპირობებთან (მისტიკური ან მეტაფიზიკური ფუნქცია); მეორე – სამყაროს სახის, კოსმოლოგიური სახის გამოხატვაა, გადმოცემაა, რომელშიც ყველაფერი ერთი დიდი საკრალური სურათის, ხატის ნაწილად უნდა მოიაზრებოდეს (კოსმოლოგიური ფუნქცია); მესამე – ტრადიციული ფუნქციაა, სპეციფიკური სოციალური წესრიგის განმტკიცება და შენარჩუნება. იგი ხსნის და ამართლებს მორალურ კოდს, როგორც უპირობო კონსტრუქციას (სოციოლოგიური ფუნქცია). ბოლოს, მეოთხე, რომელიც ამ სამივე ფუნქციის საფუძველშია და მის საყრდენს წარმოადგენს, არის ფსიქოლოგიური (რაც გულისხმობს ინდივიდების ჩამოყალიბებას მათი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიზნებისა და იდეალების მიხედვით, რომელთაც ისინი დაბადებიდან სიკვდილამდე ატარებენ)
მითების არსებობა ზოგჯერ აუხსნელი ფაქტებისა და მოვლენების ახსნას ემსახურება. მსოფლიოში არსებობენ გამორჩეული ადგილები ან ნაგებობები,რომელთა შექმნაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. მაგ:გოლიათის ქვაფენილი -ეს არის ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე ბუნებრივი საოცრება - დიდი ხნის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი 40 000-მდე ბაზალტის სვეტი, რომლებიც ერთმანეთზეა მიბჯენილი და მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. გოლიათის ქვაფენილი 1986 წელს ”იუნესკომ” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც შეიტანა. დღეისათვის ის ტურისტთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ამ საოცრების ასახსნელად დღესაც არსებობს ირლანდიური მითი:უძველეს დროში, ირლანდიაში ცხოვრობდა ერთი კეთილი გოლიათი, სახელად ფინი. მისი სიმაღლე 16 მეტრს აღწევდა, თუმცა სხვა გოლიათებთან შედარებით ის მაინც პატარა იყო...
ზღვის გადაღმა კი, შოტლანდიაში იყო ფინის მეტოქე გოლიათი, სახელად ბინანდონერი. ორივე გოლიათი ერთმანეთს ეძახდა ზღვის გადაღმა და საბრძოლველად იწვევდა. სტუმართმოყვარე ფინმა გადაწყვიტა ბილიკი გაეკეთებინა შოტლანდიამდე, რათა გოლიათებს შებრძოლების საშუალება ჰქონოდათ. მართლაც, ფინმა ბილიკი გააკეთა, მაგრამ საქმე ისეთი დამღლელი იყო, რომ მალე ჩაეძინა...
მეორე დილით, ფინის ცოლმა იუნამ გოლიათის ნაბიჯების ხმა გაიგონა, ეს ბინანდონერი მოაბიჯებდა ბილიკზე, ფინს კი კვლავ ღრმა ძილით ეძინა. მოხერხებულმა იუნამ თავის მძინარე ქმარს ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი ჩააცვა... ამასობაში შოტლანდიელი გოლიათიც მოვიდა, ის მართლაც გიგანტური იყო, ფინი მასთან ვერაფერს გახდებოდა. ბინანდონერი ღრიალებდა: ”ფინი სად არის? ლაჩარი ფინი...” იუნამ კი შეაჩერა: ”ჩუმად! თორემ ახალშობილს გააღვიძებ!..” ბინანდონერმა მძინარე ფინს შეხედა და გაიფიქრა... ”თუკი ეს მისი პატარა შვილია, თვითონ ფინი ხომ უზარმაზარი იქნება...” და შიშმა მოიცვა... სასწრაფოდ მიტრიალდა და იგივე ბილიკით თავის ქვეყანაში, შოტლანდიაში გაიქცა, თანაც ისე, რომ გზადაგზა ბილიკის სვეტებს ანადგურებდა, ვაი თუ ფინი უკან გამომედევნოსო...
დღესდღეობითაც არსებობს ისეთი საკითხები,რომლებიც ადამიანებში ხშირად აღძრავენ შეკითხვას მითია თუ რეალობა? ასეთია აქტუალური თემა "ბერმუდის სამკუთხედი".ეს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში არსებული ტერიტორიაა, რომელის დაკავშირებულია უამრავ კატასტროფებთან და საზღვაო თუ საჰაერო ობიექტების გასაიდუმლოებულ გაუჩინარებასთან. არსებობს ვარაუდი ამ ტერიტორიაზე უცხოპლანეტელების აქტივობის შესახებ, თუმცა შესაძლოა ვარაუდი მითს უფრო შეესაბამებოდეს ვიდრე რეალობას. საკითხთან დაკავშირებით უმეტეს შემთხვევაში არსებობს დამამტკიცებელ არგუმენტთან ერთად მისი უარმყოფელი კონტრარგუმენტიც, ამიტომაც ხშირად ჩვენ გვეძლევა საშუალება თავად ავირჩიოთ საკუთარი პოზიცია და გადავწყვიტოთ მითია ის თუ რეალობა. თუნდაც ბერმუდის სამკუთხედის ფაკტი ადასტურებს იმას, რომ მითების შექმნა მხოლოდ უძველეს დროში არ ხიბლავდათ ადამიანებს. ეს ჩვენს თანამედროვე სამყაროშიც ხშირად ხდება თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოება სენსაციური მოვლენებით ასაზრდოონ ან ჩვეულებრივი მოვლენა სენსაციად აქციონ.
საინტერესოა, მოახდინა თუ არა ჩვენს ცნობიერებაზე ზეგავლენა მითოლოგიამ? ჩემი პასუხი იქნება დადებითი.როგორც ფსიქოლოგიაშია ცნობილი, არსებობს ერის ცნობიერება. თითეული პიროვნება ატარებს ერის ცნობიერებას როგორც მენტალობის ნაწილს. ერი გადის გამუდმებულ ევოლუციას საწყისიდან შემდგომ, დაგროვილი ცოდნა კი ადამიანს გენეტიკურად გადაეცემა ქვეცნობიერში. ქვეცნობიერიდან კი შესაძლოა ამოტივტივდეს ცნობიერებაში. ეს ნიშნავს იმას, ჩვენს გონებაში არსებობს კაცობრიობის ცოდნა, ტრადიციები, ჩვეულებები, მითები და რწმენა. ჩვენ შეგვეძლო უარი გვეთქვა რელიგიაზე, ღმერთის რწმენაზე. ღმერთიც ხომ მითოლოგიის ნაწილია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცნობიერებაშია ფესვებგადგმული და არ გვაძლევს უარყოფის ან დავიცყების საშუალებას. ჩვენდა უნებურად გვწამს რომ ღმერთი არსებობს და ყოვლისშემძლეა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით არ გვინახავს და შევხებივართ.სწორედ ამაში გამოიხატება მითის ზეგავლენა, რომ გვწამს ახლაც, თანაც ბრმად.
ზოგიერთმა მითმა ფსიქოლოგიური დატვირთვა შეიძინა. მისი სახელწოდება დამკვიდრდა როგორც ტერმინი გარკვეული პათოლოგიური ქცევის ასახსნელად. ამის მაგალითია მითი ოიდიპოსზე.ოიდიპოსი იყო თებეს მეფე, რომელმაც მოკლა საკუთარი მამა (მან არ იცოდა, რომ ის მამამისი იყო) და ცოლად შეირთო საკუთარი დედა (მან ასევე არ იცოდა, რომ ის დედამისი იყო), რის გამოც მან თავისი საზარელი ცოდვების გაცნობიერების შემდეგ ამოითხარა თვალები და სამშობლოდან გაიქცა. XX-ე საუკუნეში საყოვეთაოდ ცნობილმა ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა ზემოთ ხსენებული ისტორია ფსიქოანალიზში გამოიყენა. ფროიდისეული თეორიის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი – ეს არის ბავშვის ქვეცნობიერი სწრაფვა საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ. ფროიდის ამ თამამი განცხადების შემდეგ ოიდიპოსის კომპლექსის თეორია საყოველთაოდ გახდა ცნობილი და ის დღემდე ცხარე დებატების საკითხია. მარტოხელა ადამიანების რაოდენობის მომატება, სიყვარულის შიში, ადამიანის დაყოვნებული ზრდა – ეს ყველაფერი ასევე ოიდიპსის კომპლექსში ერთიანდება. ოიდიპოს მეფის სევდიანი და ტრაგიკული ისტორია თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს თეორიად იქცა.
დასკვნის სახით შემიძლია ჩამოვაყალიბო,რომ მითებს მხოლოდ გაკვეული ამბის გადმოცემის ღირებულება არ ჰქონია. ამას ამტკიცებს ჩემი ჩატარებული კვლევა და აგრეთვე გამოკითხვა,რომელიც ჩავატარე რამდენიმე სტუდენტთან მათი სუბიექტური აზრის გასაგებად. უმეტესმა ნაწილმა მიპასუხა, რომ მას ზეგავლენა აქვს ჩვენს მენტალიტეტზე და ის უპირველეს ყოვლისა რწმენაში ვლინდებაო. თანაც, მითოლოგია ხომ ერთგვარი გასაღებია ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის. ის კულტურის ნაწილია,რომელიც ინახავს ისტორიასა და წარსულს, ადრინდელ ცნობიერებასა და ადამიანის ყოფას, რაც ერისა და კაცობრიობის ევოლუციის საფუძველია.
Mitologia
Saturday, June 18, 2011
ბლოგის შესახებ
მოგესალმებით, მე ვარ გვანცა გვარამაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი. დავინტერესდი თუ რა არის მითოლოგია. ალბათ, უმრავლესობას მოგვისმენია სხვადასხვა ქვეყნის მითები. მაგ: ბერძნული, ქართული, ეგვიპტური,რომაული და ა.შ. რა არის მათი დანიშნულება? რატომ შეიქმნა? რა გავლენას ახდენენ ისინი ადამიანის ცნობიერებაზე და არის თუ არა ისინი ჩვენი მენტალობის ნაწილი? შევეცდები გამოვიკვლიო და პასუხი გავცე მოცემულ შეკითხვებს. აგრეთვე დავდებ მასალას, რომელიც დაინტერესებულთათვის თვალსაჩინოს გახდის ამათუიმ ქვეყნის მითოლოგიას.
Friday, May 20, 2011
ეგვიპტური მითოლოგია
ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.
ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.
ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.
ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.
მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.
ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.
ანუბისი – (ბერძნ. Άνουβις) ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის გაბერძნულებული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება ოსირისისა და ნეფტიდეს შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი).
ეგვიპტური რელიგიის განვითარების ადრეულ საფეხურზე ეს ტურისმაგვარი ღვთაება მიცვალებულთა შთანმთქმელი იყო. მოგვიანებით ანუბისმა მისი ცხოველური წარმომავლობის დამადასტურებელი მხოლოდ გარკვეული დეტალებიღა შეინარჩუნა. ნეკოროპოლის სიუტის (ლიკოპოლის) ღმერთობისას ანუბისი ქალაქის მთავარ ღვთაებას — მზის ღმერთს, მგლისსახოვან უპუატუას (“გზათა გამხსნელი”) ექვემდებარება. თოტის მსგავსად, ანუბისიც მიცვალებულთა ამენტში (“იდუმალი ადგილი”; “დასავლეთი”) მიმცილებელი იყო — ასე ერქვა საიქიო სამყაროს, რომლის გავლითაც ხვდებოდა მიცვალებულის სული ოსირისის სამყოფელში. იქ ორმოცდაორი ღვთაებრივი მსაჯული წყვეტდა გაეგზავნათ სული “იალუს ველად” თუ საბოლოოდ მოეკვდინათ მოწამეობრივი სიკვდილით.
ისიდა, იგივე ისისი, ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა.
ამონი – (ბერძნ. Ἄμμων – დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით.
ამონი ქალაქ თებეს მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. თებეს დაწინაურების, მისი დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამონი დინასტიის მფარველი ღვთაება გახდა. მისი სახელი ეგვიპტის რამდენიმე ფარაონის სამეფო სახელშიც შევიდა: ამონ-ხოტეფ, ტუტანხამონ. საბოლოოდ ამონი მზის ღმერთთან გაიგივდა და ამონ-რა (ამონ-რაე) ეწოდა, რაც ამონ-მზეს ნიშნავს. ამ სახელწოდებით იგი ეგვიპტის ეროვნულ ღმერთად იქნა აღიარებული. ამონ-რას ქურუმობა ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ფენა იყო. ამონის კულტის მთავარი ადგილებია კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები ქალაქ თებეში.
გები (ეგვ. Geb -მიწა) — დედამიწის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში. ბერძენი ქალღმერთის – გეას ორეული, ნუტის (“ცის”) ქმარი, რომლის წიაღიდანაც ადიან მზე და ვარსკვლავები, შემდეგ კი ისევ მას უბრუნდებიან დასავლეთში. გების ზურგზე დგას “შესანიშნავი ღმერთი” (მაგიური პაპირუსი ჰარისი) შუ და ხელებით აკავებს ცის თაღს “ღმერთების მეფეთა პანთეონშია, დასაბამს აძლევს ფარაონთა მეუფებას (“გების მემკვიდრეები”).
მნიშვნელოვანია ეტიმოლოგიის თვალსაზრისითაც: ეგვიპტურად “გებ”, ბერძნულად “გე” სვანურად “გიმ”, “გაიმ”. (შეადარეთ: (ა)გება, (შენება, ცისკენ მისწრაფებაი).

ქართული მითოლოგია
ადამიანები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ ციურ სხეულებს - მზეს, მთვარეს, ვარსკლავებსა და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს. ამას გარდა, ადამიანის საქმიანობის ყოველ სფეროს - მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მონადირეობას, ხელოსნობას - თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა. ადამიანის ცნობიერების ამ პერიოდს მრავალღმერთიანობა, ანუ წარმართობა ეწოდება. ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამდე ქართველ ხალხსაც საკუთარი ღმერთები და გმირები ჰყავდა. მითები მათ შესახებ შემონახულია ძველ წიგნებსა და ზეპირსიტყვიერებაში. სხადასხვა თქმულებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასე მოაღწიეს ჩვენამდე ქართულმა მითებმა, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX სს.),თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინფივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი. არსებობს მითი, რომ ნოეს ძის იაფეტის ერთ - ერთ ვაჟს თარში ერქვა. შვილები მასაც ჰყავდა. თარშის ვაჟი თარგამოსი თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით ჩრდილოეთით წამოვიდა და დასახლდა ორ მთას - არარატსა და მასისს შორის. შემდგომში მან ქვეყანა გაუყო თავის რვა ვაჟს: ჰაოსს, ქართლოსს, ბარდოსს, მოვაკანს, ლეკოსს, ჰეროსს, კავკასოსსა და ეგროსს. ჰაოსს ერგო ამჟამინდელი სომხეთი, ქართლოსს აღმოსავლეთ საქართველო და სამხრეთ - დასავლეთი საქართველოს ნაწილი შავ ზღვამდე, ჰეროსს - აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი, ბარდოსს - თანამედროვე აზერბაიჯანის სამხრეთი ნაწილი, მოვაკანს - აზერბაიჯანის ჩრდილოეთი მხარე, ეგროსს - დასავლეთ საქართველო, ლეკოსსა და კავკასოსს - ჩრდილოეთი კავკასია.
ქართლოსმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან , მაღალ მთაზე ააგოციხე - სიმაგრე, რომელსაც თავისი სახელის მიხედვით ქართლი უწოდა. იმ დროიდან დაუმკვიდრდა ეს სახელწოდება მის საბრძანებელში შემავალ მიწებსაც. ქართლოსს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა და სწორედ მისმა გმირმა შვილებმა - გარდაბოსმა, გაჩიოსმა, კახოსმა, კუხოსმა და მცხეთოსმა მისცეს დასაბამი აღმოსავლურ - ქართულ ტომებს. როცა ქართლოსი გარდაიცვალა, იგი დაკრძალეს ქართლის მთაზე. მცხეთოსი სხვებზე უფროსი და მამაცი იყო, ამიტომ დანარჩენი ძმები მას ემორჩილებოდნენ. მისი სასახლე იდგა ქართლის მთაზე, სადაც მან ქალაქი მცხეთა დააარსა.
ქართლოსის ძმების , ეგროსისა და ჰეროსის მიწებზე წარმოიქმნა ეგრისი და ჰერეთი. ეგრისში ცხოვრობდნენ დასავლურ - ქართველური ტომები: მეგრელები, ლაზები, ჭანები. ჰეროსის, კახოსის და კუხოსის შთამომავლებმა კი გართიანების შემდგომ შექმნეს აღმოსავლურ - ქართული ოლქი - კახეთი. მითის თანახმად, ქართველთა წინაპრებად ნოეს შვილიშვილის, თარგამოსის ვაჟები - ქართლოსი, ეგროსი და ჰეროსი ითვლებიან.
ქართული მითოლოგიის გმირები:
ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.
ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაებაა. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ( IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
(ძვ.-ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი. არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები. არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh1fgSpm4XgwSTt-KaMOMuIB4W8XK1TVruA8YuHIzpseLQ_ZH4LwJmOl37MgDyJYvxQNXTmCRM3A-bgVM1LqUYV0heUCnmPBfHRVuaCffcZMnvDrR8rOfg6V-XziibykPRvuAVzBkSeLyLi/s1600/bochi.jpg)
ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.
ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, [გაცი]ს ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.
ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია. ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება, თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს — ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას — ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება.

ბერძნული მითოლოგია
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.
ბერძნული მითოლოგიის ღმერთები:
ზევსი - (ძვ.-ბრძ. Ζεύς,) - ძველბერძნულლ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების ქრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის , ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს. ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.
ლეგენდის მიხედვით ზევსის მამა ქრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანმა მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანის წინასწარმეტყველება.
ათენა - (ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) - საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
ზოგი მითის მიხედვით ათენა ოკეანოსის ქალიშვილია. ჰომეროსის მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა "გიგანტომახიაში". შემდეგში ათენას პალანტას კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.
პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის ჰერაკლეს მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი სიბრძნის სიმბოლოა). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ მინერვასთან.
აპოლონი - (ბერძნ. Απόλλων) - სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძნ. Φοίβος).ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარების საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან დაკავშირებულია მრავალი მითი: აპოლონმა მოკლა ურჩხული პითონი, მისი მკვლელობის ადგილზე კი ტაძარი აღმართა. ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი ეწოდა.
აპოლონმა მონაწილეობა მიიღო გიგანტომაქიაში.
აპოლონმა არტემიდესთან ერთად მოკლა ტიტანი ტიტიოსი, რომელმაც თავის დროზე მათ დედას – ლეტოს შეურაცხყოფა მიაყენა.
აპოლონმა და არტემიდემ გაანადგურეს აგრეთვე ნიობეს შვილები, ასევე მათი დედის წყენინების გამო.
აპოლონმა ტროას ომში ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა, რადგანაც სარდალმა აგამემნონმა აწყენინა მის ქურუმს (ქრიზეს).
აპოლონმა ჰერმესისაგან მიიღო ლირა და ამგვარად გახდა მუსიკისა და მუზების მფარველი ღვთაება და მიიღო ზედმეტი სახელი.
აპოლონმა ტყავი გააძრო მის მეტოქეობის მსურველს მუსიკაში – მარსიასს და გამოქვაბულში ჩამოკიდა.
ტროას მეფის ქალიშვილი კასანდრა აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა, იმ პირობით, რომ შეიყვარებდა მას, მაგრამ კასანდრამ მოატყუა ღმერთი და გაჯავრებულმა აპოლონმა დასაჯა იმით, რომ მისი წინასწარმეტყველების აღარავის სჯეროდა.
აპოლონს შეუყვარდა ფერია დაფნე, რომელმაც ღმერთის სიყვარული არ გაიზიარა და მისგან განრიდების მიზნით ხედ გადაიქცა. ამიტომ დაფნა შემდგომში აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა.ზევსზე შურისძების მიზნით, რადგანაც ამ უკანასკნელმა მოკლა ასკლეპიოსი, აპოლონმა ამოხოცა კიკლოპები. ზევსმა აპოლონი ამისათვის დასაჯა და აიძულა 7 წლის განმავლობაში ემწყემსა მეფე ადმეტოსის ნახირი.პოსეიდონთან ერთად აპოლონი მსახურობდა მეფე ლაომედონტთან და ააგო ტროას მიუდგომელი კედლები. მეცნიერთა აზრით აპოლონის კულტი მცირე აზიიდან უნდა იყოს შემოსული. ამაზე მეტყველებს რამოდენიმე ფაქტი: 1. ტროას ომში აპოლონი ტროელთა მხარეზეა. 2. აპოლონის ტაძრების უმრავლესობა სწორედ მცირე აზიაშია განლაგებული. 3. არის ცდები აპოლონის სახელის ეტიმოლოგია მცირე აზიის ერთ–ერთი ენის მეშვეობით ახსნან, სადაც აპოლონი თითქოს კარებს უნდა ნიშნავდეს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ აპოლონი თავდაპირველად შესაძლებელია კარების ღმერთი ყოფილიყო (ღმერთი, რომელიც ოჯახის, ქალაქის, სახელმწიფოს კარებს იცავდა ბოროტმზრახველებისაგან). ამის დასადასტურებლად იმასაც იყენებენ, რომ აპოლონის ერთ–ერთი ეპითეტია "თიურაიოსი", რაც ბერძნულ ენაზე "კარებისას" აღნიშნავს. აპოლონის კულტი საბერძნეთში ადრევე, მიკენის ეპოქაში გადასულა. აპოლონის კულტის უძველესობასა და მის ტოტემურ ხასიათზე მიუთითებს მისი მრავალი ეპიკლესი (ზედმეტი სახელი) როგორიცაა მაგალითად: აპოლონ ლიკეოსი (მგელი), აპოლონ სმინთევსი (თაგვი) და სხვა მსგავსი. ფიქრობენ, რომ აპოლონი თავიდან ამ ცხოველთა სახეს ღებულობდა, შემდეგ კი მიიღო ღმერთის სახე, რომელიც იცავდა ადამიანებს, მათ ნახირს და მოსავალს თაგვების, მგლების და სხვა მავნე ცხოველებისგან. ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში აპოლონს თვლიდნენ გზების, მგზავრების და მეზღვაურების მფარველად. აპოლონთან, როგორც უბედურებათა უკუმგდებ ღმერთთან, დაკავშირებულია მითები მის ასკლეპიოსთან ნათესაობის შესახებ. შედარებით ადრე აპოლონს აღიარებენ აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად. ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა მისი კიდევ ერთი ზედმეტი სახელი აპოლონ ფებოსი (ბრწყინვალე), რაც შესაძლებელია მოხდა ადგილობრივი ქალღმერთის ფებეს კულტის უარყოფის შემდეგ. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან დაკავშირებით აპოლონმა შთანთქა ჰელიოსის კულტიც. აპოლონი ითვლება აგრეთვე მიწათმოქმედების ღმერთად, ამაზე მეტყველებენ აპოლონის პატივსაცემი ატიკური დღესასწაულები. აპოლონი, როგორც მიწათმოქმედების ღმერთი, ჩამორჩება აპოლონს როგორც ომის ღმერთს. ძველი ბერძნები, ადამიანის უეცარ გარდაცვალებას მხოლოდ და მხოლოდ აპოლონისაგან ნატყორცნი ისრის შედეგად მიიჩნევდნენ. იტალიაში არსებული ბერძნული კოლონიების გამო აპოლონის კულტი გადავიდა რომშიც და იქ, ჩვენს ერამდე 31 წელს, მას ტაძარიც კი აუგეს. პალატინის ახლოს მდებარე აპოლონის ტაძარი იმპერიის პერიოდში ერთ–ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო მთელ რომის იმპერიაში. აპოლონს სწირავდნენ დაფნას და პალმას. აპოლონის წმინდა ცხოველებია: მგელი, დელფინი, ქორი, თაგვი და სხვა. ძველ გამოსახულებებში აპოლონი მაღალი, გამართული, გრძელთმიანი და უწვერ–ულვაშო ახალგაზრდაა, მისი ატრიბუტებია: ლირა, ხმალი და კითარა. ელინისტურ პერიოდში აპოლონი გამოისახებოდა მჯდომარე ყმაწვილად ლირის დაკვრის პროცესში. სხვადასხვა მოქანდაკეთა მიერ შესრულებულ აპოლონის ქანდაკებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი რომაული ასლები. თანამედროვე გაგებით აპოლონი მუსიკისა და პოეზიის ღვთაებაა, ფებოსი კი მზის პოეტური მნიშვნელობაა.
ჰერა - (ბერძნ. Ἥρα, Hera) - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი. უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარჩხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში, სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება იუნონა.
ჰერაკლე (ბერძნ. Ηρακλής, ლათ. Herculēs) - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირია. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.ძველბერძნულ ტრაგედიებზე დაყრდნობით ჰერაკლე იყო ზევსისა და მოკვდავი ქალი - ალკმენეს შვილი; ალკმენე პერსევსის შვილიშვილი იყო, ამფიტრიონის მეუღლე. ამ ქალის სილამაზეს ზევსი იმდენად მოუხიბლავს, რომ როცა ამფიტრიონი ტაფიებს ებრძოდა, მისი სახე მიიღო, ალკმენეს ესტუმრა და მასთან რამდენიმე საათი დაჰყო. ამ კავშირის შედეგად იშვა ჰერაკლე. თვით ამფიტრიონიც პერსევსის შვილიშვილი იყო, ტორინთოს მეფე, მაგრამ თავისი ბიძა შემოაკვდა, მიკენის მეფე ელექტრიონი, რის გამოც ალკმენესთან ერთად თებეში გაქცევა მოუხდა, სადაც მეფე კრეონტის სასახლეს შეაფარა თავი.
ვიდრე ჰერაკლე დაიბადებოდა, ღმერთების კრებაზე ზევსმა დაიტრაბახა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადება, ყველა მეზობელი ქვეყნის მბრძანებელი შეიქმნებაო, ძველი გმირის ყველა სხვა შთამომავალზე აღმატებული. ცხადია, ზევსი ჰერაკლეს გულისხმობდა, რადგან ალკმენე მისგან ფეხმძიმედ იყო. მაგრამ ზევსმა იცოდა, რომ მისი მეუღლე ჰერა ეჭვით იყო ანთებული თავისი მეტოქის ალკმენეს მიმართ, მეუღლეს არასოდეს არ აპატიებდა უბრალო მოკვდავ ქალთან კავშირის დაჭერას, ქმრის მორიგი ღალატის ამბავი კარგად ჰქონდა გაგებული და არაფრად ეჭაშნიკებოდა ალკმენეს ვაჟის დღეკეთილობა. ცბიერმა ჰერამ ზევსს ფიცი ჩამოართვა, რომ ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადებოდა, ნამდვილად თავისი გვარ–ტომის მბრძანებელი იქნებოდა. მისივე დავალებით ამ წუთებში ზევსს გონება დაუბნელა სიცრუისა და უბედურების ქალღმერთმა ატემ, ამით ისარგებლა ჰერამ, მოატყუა ქმარი და იზრუნა იმისათვის, რომ მიკენის მეფეს სთენელოსს უკეთესი ხვედრი რგებოდა; მის მეუღლეს ნიკოპეს, რომელიც აგრეთვე პერსეიდი იყო (პელოპის ასული), ჰერაკლეზე ადრე ეშვა ძე, რომელსაც ევრისთევსი ეწოდა. ამრიგად, ჰერამ ზევსი მოატყუა, პერსეიდების მბრძანებლობა ჰერაკლეს – ზევსის შვილს კი არა, უბრალო მოკვდავს ევრისთევსს დაებედა. არც ატეს დაადგა კარგი დღე. განრისხებულმა ზევსმა ეს ბოროტების ქალღმერთი ოლიმპოდან ძირს გადმოაგდო და მას შემდეგ სიცრუის მაუწყებელი დედამიწაზე დაიარება, ადამიანთა შორის. ასე ჩაფუშა ჰერამ განზრახვა, ჰერაკლეს რომ დიდ ბედნიერებას უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ ჰერამ არც ეს იკმარა, შემდეგაც ყოველნაირად ცდილობდა, ალკმენეს შვილისათვის ზიანი მიეყენებინა. ალკმენემ ტყუპი შვა: ჰერაკლე და იფიკლე. ერთი ზევსისა იყო, მეორე ამფიტრიონის. გმირის პირველი სახელი ალკიდე იყო, ჰერაკლე დელფოს სამისნოს ორაკულმა პითიამ უწოდა. "ჰერაკლე" ნიშნავს "წარმატებათა მომპოვებელს ჰერას ჯიბრზე". დედოფალს ჰერას ხრიკებისა ეშინოდა და ახალშობილი ჰერაკლე გარეთ დასვა, ერთ მინდორზე, რომელსაც შემდეგ ჰერაკლეს მინდორი ეწოდა. აქ ყმაწვილი უსათუოდ დაიღუპებოდა, რომ მის ბედზე იქ გზად არ გამოევლოთ ჰერას და ათენას. ათენამ ბავშვი აიყვანა, გაოცებული ათვალიერებდა ღვთაებრივი სილამაზის ყრმას და მერე ჰერას გაუწოდა, სთხოვა, ძუძუ აწოვეო ამ მშვენიერ არსებას. ჰერამ ღვთაებრივი ძუძუ მისცა, მაგრამ ჰერაკლე უფრო მძლავრად წოვდა, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა. ჰერას მკერდი ეტკინა და ბავშვი მიწაზე დააგდო. ათენას ისევ შეეცოდა, ბავშვი მეორედ აიყვანა და თებეში მცხოვრებ დედოფალს ალკმენეს მიჰგვარა, ნაპოვნი ბავშვიაო, უპატრონო და სთხოვა, გაზარდეო. ასე გახდა იძულებული მოყვარული დედა, რომ ღვიძლი შვილი ღმერთების შიშით სასიკვდილოდ გაემეტებინა. ახლა კი, როგორც დედინაცვალს, ისევ ღმერთების რიდით, სიკვდილისგან ეხსნა ის, ვინც სხვისი შვილის სახით მიჰგვარეს. მეორე მხრივ, მშობელმა დედამ ღვიძლი შვილი შიშით გასწირა, ხოლო დედინაცვალმა ჰერამ ბუნებრივი სიძულვილით გამსჭვალულმა, თავისდა უნებურად გადაარჩინა გერი, ვისაც სიკვდილი ელოდა. ეს კიდევ არაფერი: ჰერამ თავისი ღვთაებრივი ძუძუ აწოვა გერს და, მართალია, სულ ორიოდე წვეთი რძე არგუნა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ უკვდავება მიენიჭებინა. ამრიგად, ისევ ჰერამ აქცია უკვდავ გმირად ის, ვისაც მისი შიშით უმალ სიკვდილი ელოდა.
აფროდიტე - (ბერძნ. Ἀφροδίτη, Aphroditē) - სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).

Subscribe to:
Posts (Atom)